суббота, 16 ноября 2013 г.






და ახლა, როცა ასე ახლოსაა ტრენინგის დასასრული, ვიხსენებ განვლილ გზას, როდესაც ბევრი ბარიერის წინაშე ვიდექი, მაგრამ მაინც ყველა მათგანი გადავლახე და იმაზე მეტი გავაკეთე ვიდრე ვფიქრობდი.
მიხარია, რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე და ამ ყველაფერში უმშვენიერეს ქალბატონ დიანას დიდი წვლილი მიუძღვის.
მადლობა ყველას!!!

пятница, 15 ноября 2013 г.


გადავხედეთ ერთმანეთის ნაშრომებს, გავეცანით ფასილიტაციას და მოვახდინეთ უკუკავშირი. ვემზადებით პრეზენტაციებისთვის.

среда, 13 ноября 2013 г.

 მოვახდინეთ ერთმანეთის ნამუშევრების განხილვა-გარჩევა.    ვაჩვენეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრები. მოვახდინეთ უკუკავშირი.

გავეცანით და განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, სქემები, მოსწავლეთა შეფასების ფორმები.

суббота, 9 ноября 2013 г.



 ვისაუბრეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე,ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მოსწავლეებს .როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად. განვიხილეთ როგორ შეიძლება აზროვნების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით..

 თემაა - რეფლექსია. გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია. გავიზიარეთ  ერთმანეთის  ნამუშევრები და შევაფასეთ. მოვახდინეთ მიზნობრივი რუბრიკებისა და  სტანდარტების ნახვა,  ჩვენს ნაშრომებთან შედარება, მოვახდინეთ უკუკავშირი. ჩვენი პროექტები მოსწავლეზე არის თუ არა ორიენტირებული, ვისაუბრეთ საავტორო  უფლებებზე, სკაიპზე და სოციალურ ქსელზე. დავხვეწეთ ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
დავალება - პასუხი კითხვაზე-ინტერნეტს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საგაკვეთილო პროცესზე?
 ყოველ მეცადინეობაზე ინტერესი ძლიერდება


 დღევანდელი დღის თემაა შეფასებები და მეთოდები. განვიხილეთ "ლობიოს დიდი რბოლის" მაგალითი. გავეცანით განმავითარებელი  შეფასების  მიზნებს  და  სტრატეგიებს, შაბლონში ჩავწერეთ დროში გაწერილი შეფასების  გეგმის  შექმნა.  გავეცანით პრეზენტაცის ნიმუშებს და  ვიმუშავეთ  მათ  შექმნაზე.

დავალებად მოგვეცა, ჩვენ მიერ  შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთოთ  "Google Drive-ში". 

დღის მთავარი თემაა - ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში. გავეცანით ბლუმის ახალ ტაქსონომიას, პროექტზე დაფუძნებული  სწავლებით სტანდარტის შედეგებზე გასვლის მიზნით ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები. ვისწავლეთ ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნა. გავუზიარეთ  ერთმანეთს ჩვენი ბლოგები, ავტვირთეთ google-draiv-ში.
დავალება - კომენტარის გაკეთება ერთმანეთის ბლოგზე.

  ვისწავლეთ ბლოგის და პუბლიკაციის მომზადება, გამოცემის ნიმუშის გაცნობა, პროექტისა და მისი დიზაინის წინასწარი დაგეგმვა.
      

lalij777@gmail.com



суббота, 26 октября 2013 г.